ერთხელ, ჭადრაკის დაფის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა მცირე “პოლიტიკური გამარჯვებაც” მოიპოვა.
1985 წელს მიხეილ გორბაჩოვმა გამოსცა მშრალი კანონი, რომლის მიხედვითაც ალკოჰოლური სასმელის მიღება იკრძალებოდა.
იმ პერიოდში ხევსურეთში მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ჯუმბერ პატიაშვილიც იმყოფებოდა. იმ დელეგაციაში ნონა გაფრინდაშვილიც შედიოდა.
საღამოს საზეიმო ბანკეტი გაიმართა. ჯუმბერი თურმე სერიოზული სახით მჯდარა და სასმელისაკენ საერთოდ არ იყურებოდა.
უყურა ნონამ რამდენიმე წუთი და იმდროინდელი საქართველოს პირველ პირს საყვედური უთხრა:
– რა არის, ჯუმბერ ილიჩ, კაცი ხართ და ერთი ჭიქა მაინც არ უნდა აიღოთ ხელშიო? შერცხვა პატიაშვილს, ყველა დაივიწყა, კარგად შეუკურთხა გორბაჩოვს და სადღეგრძელო დალია.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved

































































