პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი უკრაინაში სააკაშვილის დაკავებასა და შესაძლო ექსტრადირების საკითხს გამოეხმაურა. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ექსტრადირება არ ემუქრება და უკრაინის მიერ მისი გადაცემა პოლონეთში ან ჰოლანდიაშია მოსალოდნელი. ცისკარიშვილის თქმით, სირცხვილი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ციხეში აღმოჩნდება, რადგან ეს ქვეყნის იმიჯს ძალიან დააზიანებს.
,,მიხეილ სააკაშვილისთვის მოულოდნელი არ იყო ის მოვლენები, რასაც ჩვენ დილიდან ვადევნებთ თვალს, რადგან სააკაშვილმა სამი დღის წინ განაცხადა, რომ დააპატიმრებდნენ. რასაკვირველია, ამაღელვებელია უკრაინაში განვითარებული მოვლენები. ვიცი, რომ უკრაინაში სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი არ მიმდინარეობს და ვეცადოთ, რომ არ გამოვთქვათ სურვილი იმისა, რომ სააკაშვილი საქართველოს ციხეში აღმოჩნდეს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც პირველი პრეზიდენტი გამოასალმა სიცოცხლეს, მეორე პრეზიდენტი ძალადობით გარიყა და მესამე პრეზიდენტი თუ ციხეში აღმოჩნდება ეს იქნება სახელმწიფოს სირცხვილი. როგორი ნეგატიური დამოკიდებულებაც არ უნდა გაგავეჩნდეს, თავშეკავებული უნდა ვიყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი უფრო აქტუალურია პოლონეთის მიმართულებით, საიდანაც მან უკანონოდ გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი. გარდა ამისა, საუკბარია ჰოლანდიაში ექსტრადირებაზე. საზოგადოებას ვურჩევ, აკადემიურად იაზროვნოს“, _ განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.