„პოლიციამ სერიული მკვლელი დააკავა, რომლის მსხვერპლიც, ათი წლის განმავლობაში, კალიფორნიის უბნის მაცხოვრებლები იყვნენ. 81 წლის ფრინს კინგი ადამიანებს შურდულით [ქვის სასროლი მარტივი იარაღით] ხოცავდა,“ – იუწყება NBC News-ი.
პოლიციის ინფორმაციით, ფრინს კინგს ბრალად ედება ათეულობით ადგილობრივი სახლისა და მანქანისთვის სროლა და ადგილობრივ პირებზე თავდასხმა. ბოლო 9-10 წლის განმავლობაში, სერიულ მკვლელს “ათობით მოქალაქე ემსხვერპლა”.
ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ბურთულასაკისრები და იარაღის [შურდულის] ღვედები იპოვეს. გამოძიება პირველი სროლის ინციდენტის შემდეგ დაიწყო, თუმცა ეჭვმიტანილის დადგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
„ფრინს კინგმა მკვლელობები დანაშაულებრივი განზრახვით ჩაიდინა. სროლა არცერთხელ არ იყო შემთხვევითი, თუმცა მკვლელმა არც ის იცოდა, რატომ იყო კონკრეტული ადამიანები ან საცხოვრებელი სახლები და მანქანები მისი სამიზნე,“ – განაცხადა პოლიციამ.