შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს.
“სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა ამოიღეს.
ხოლო, 1964 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ასევე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული ი.ო.- სგან, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნა“,_ ნათქვამია ინფორმაციაში.
სულ კი პოლიციამ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერაციის შედეგად თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების შედეგად 6 პირი დააკავა.