შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ზ.უ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
“დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ნაცნობს – 1974 წელს დაბადებულ ხ.ლ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.უ მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს”,_ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved