ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში პოლიციამ გზა გახსნა. მოძრაობა ოზურგეთი-ურეკის ავტომაგისტრალზე აღდგენილია. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა, თუმცა მისი მოსულიერება აქციის მონაწილეებმა მალევე შეძლეს.
პოლიცია და აქციაზე მყოფი ჟურნალისტები ითხოვდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებას, რაზეც ადგილობრივებმა უარი განაცხადეს. თუმცა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაინც გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. რომელიც ამ წუთას ადგილზე იმყოფება.