პოლიციამ პარიზში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დემონსტრანტები კოვიდშეზღუდვებს აპროტესტებენ. ისინი დილიდან შეიკრიბნენ პარიზთან და მოუხედავად ხელისუფლების გაფრთხილებისა, რომ დედაქალაქში შესვლას აუკრძალავდნენ გაარღვიეს პოლიციის დაცვა, შევიდნენ პარიზის ცენტრში და აფერხებდნენ მოძრაობას ტრიუმფალური თაღის გარშემო და ელისეის მინდვრებზე.
პოლიციამ განაცხადა, რომ მათ დააკავეს 54 ადამიანი, დააჯარიმეს 337 და გააჩერეს 500 მანქანა, რომლებიც პარიზში შესვლას ცდილობდნენ დილით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაახლოებით 32,000 ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის 7,600 პარიზში.
ინფორმაციისთვის, საფრანგეთი თხოვს ხალხს აჩვენონ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი საზოგადოებრივ ადგილებში შესასვლელად, როგორიცაა კაფეები, რესტორნები და მუზეუმები. კოვიდუარყოფითი ტესტი კი აღარ იქნება საკმარისი არავაქცინირებული ადამიანებისთვის.