ინდოეთის ქალაქ ბენგალურუში, საცხოვრებელ სახლში, სავაჭრო ცენტრის თანამშრომლის [მაჰალაკშმის] ცხედარი აღმოაჩინეს. პოლიციამ 29 წლის ქალის დანაკუწებული ცხედარი მაცივარში, ბინის ჩრეკის დროს, იპოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი მაცივარში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
„ცხედარი იდენტიფიცირებულია. გამოძიება გრძელდება და დამატებითი დეტალები შემდგომში გახდება ცნობილი. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილის ქმარია, რომელიც ამტკიცებს, რომ მას ცოლი ღალატობდა,“ – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
India Today-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, ჰემანთ დასმა, მაჰალაკშმი ერთი თვის წინ მის მაღაზიაში გაიცნო.
როგორც მოკლული ქალის დედამ India Today-ს განუცხადა, მას ინციდენტის შესახებ თავისი ქალიშვილის საცხოვრებლის მეპატრონემ შეატყობინა.
„ჩემი ქალიშვილის ცხედარი დაასახიჩრეს და მაცივარში დამალეს”, _ თქვა მაჰალაკშმის დედამ.
ინციდენტზე საუბრისას, კარნატაკას შტატის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დაპატიმრებულია.