შსს განცხადებით, დღეს, რუსთაველის გამზირზე 16 პირი დააკავეს:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ნეტგაზეთის ინფორმაციით დაკავებულია არა 16, არამედ 20 ადამიანი. ადგილზე პოლიციელები განსხვავებულ ინფორმაციასაც ავრცლებენ. ამბობენ, რომ ზოგიერთი აქტივისტი პირადი შეურაცხყოფის გამო დააკავეს და ა.შ.
- ლაშა დგებუაძე,
- თათია აფრიამაშვილი,
- ნენე გაბლაია,
- დათა ქაშიაშვილი,
- ბექა პაპაშვილი,
- შუშანა მაცაბერიძე,
- ალბი კორძაია,
- თიკა პატარაია
- ნიკა კორძაძე
- ანუკი ჩრდილელი
- რუსკა მაღრაძე
- მარიამ უძილაური
- ლუკა ჭოხონელიძე
- ანი ჭინჭარაული
- დავით სეხნიაშვილი
- ნინი ნაჭყებია
- ნუნუ მაღრაძე
- მარიკო ცომაია
- დავით გუნაშვილი
- თათია ფერაძე
რუსთაველზე აქცია მას შემდეგ დაორგანიზდა, რაც საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს. ისინი შეძახილებით “აცილებდნენ” ოცნების დეპუტატებს, რომლებიც მანქანებით საკანონმდებლო ორგანოს ტოვებდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 9 აქტივისტი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.



































































