პოლონეთი-ნიდერლანდების მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჰამბურგის ცენტრში, პოლიციელებმა ცეცხლი გაუხსნეს წერაქვით შეიარაღებულ მამაკაცს, რომელიც სამართალდამცველებს ემუქრებოდა.
პოლიციის ცნობით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას სამედიცინო დახმარება უტარდება.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელი „მოლოტოვის კოქტეილისთვის“ ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა, რა დროსაც მას პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა.