როგორც ირკვევა, პოლიციამ მსოფლიო ჩემპიონი ზურა დათუნაშვილიც დააკავა. ის ახლა კოალიცია ცვლილებებს წარმოადგენს, არის პარტია “ახალის” წევრი.
“ვიცოდით, რომ გარეთ გველოდებოდნენ “ტიტუშკები”. ეს არ არის ის ხალხი, რომელსაც აცვიათ ფორმა ამოსაცნობი ნიშნით, ესენი არიან ძირითადად დაცვის პოლიციიდან, რომლებიც იცავენ კაფეებს, ბარებს და მსგავს დაწესებულებებს. მათი სამიზნე გახდა ალეკო ელისაშვილი და ჩვენი სახელოვანი მსოფლიო ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი!”_ ამის შესახებ “ფორმულას” ეთერში ძლიერი საქართველოს წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა.