ცოტა ხნის წინ, აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ იუბა-სიტიში პოლიციის დეპარტამენტმა სამსახურში ბოცვერი აიყვანა.
გასული წლის ოქტომბერში ერთ-ერთმა პოლიციელმა ქუჩაში შინაური ბოცვერი იპოვა, რომელიც ცხოველთა კონტროლის სამსახურს გადასცა. თუმცა, მფლობელმა ბოცვერს არ მოაკითხა და ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა მას პერსი დაარქვეს და „ჯანმრთელობის ოფიცრის“ თანამდებობაზე დაასაქმეს – მის მოვალეობებში კოლეგების სტრესისგან გათავისუფლებაა. პოლიციელები აღნიშნავენ, რომ პერსი თავის სამსახურს მშვენივრად ართმევს თავს.
ავტორი