შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.კ. ქუთაისში დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისს, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ზ.კ.-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედების – პირადი ჩხრეკის დროს, ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელს – 1986 წელს დაბადებულ დ.გ.-ს თავს დაესხა და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.