პაკისტანში პოლიციის სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 პოლიციელი. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სატვირთო ავტომობილს ახალწვეულები გადაყავდა.
როგორც ქალაქ ქვეთას პოლიციის უფროსი, აბდურ რაზაკ ჩეემა აცხადებს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
„არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მანქანა თვითმკვლელმა ააფეთქა. ჩვენი ჯგუფი იმყოფება შემთხვევის ადგილზე და მიმდინარეობს გამოძიება“,_განაცხადა მან.