პოლონეთმა შაბათს დაიწყო 1000-ზე მეტი ჯარისკაცის გადაყვანა ქვეყნის აღმოსავლეთით, ნატოს წევრი ქვეყნების მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ ბელარუსაში Wagner Group-ის მებრძოლების ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის გაზრდა მის საზღვარზე.
„1000-ზე მეტი ჯარისკაცი და მე-12 და მე-17 მექანიზებული ბრიგადების თითქმის 200 ერთეული ტექნიკა იწყებს გადაადგილებას ქვეყნის აღმოსავლეთით“, – წერს მარიუშ ბლაშჩაკი Twitter-ზე.
„ეს არის ჩვენი მზადყოფნის დემონსტრირება, რომ ვუპასუხოთ დესტაბილიზაციის მცდელობებს ჩვენი ქვეყნის საზღვართან’,
გასულ კვირას პოლონეთმა განაცხადა, რომ გაგზავნის 500 პოლიციელს ბელარუსის საზღვარზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
ცნობისთვის, პოლონეთში ბოლო კვირების განმავლობაში გაიზარდა იმ მიგრანტების რიცხვი, რომლებიც ცდილობენ ბელარუსის საზღვრის გადაკვეთას. სასაზღვრო დაცვის სამსახურის ცნობით, პარასკევს 200-ზე მეტმა ადამიანმა სცადა უკანონო გადაკვეთა, მათ შორის მაროკოს, ინდოეთისა და ეთიოპიის მოქალაქეები არიან.
პოლონეთი ადანაშაულებს ბელარუსს 2021 წლიდან საზღვარზე მიგრანტების კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ხალხის ფრენით და მათი საზღვრის გადალახვის მცდელობით.
შაბათს ვაგნერის უფროსმა მეთაურმა თქვა, რომ დაქირავებული ჯგუფი ბელარუსში გადასასვლელად ემზადებოდა.