პოლონეთი უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
მატეუშ მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ ამის მიზეზი მარცვლეულის გამო დიპლომატიური დავის ესკალაციაა.
“ჩვენ აღარ ვაძლევთ იარაღს უკრაინას, რადგან ახლა პოლონეთს უფრო თანამედროვე იარაღით ვაიარაღებთ”, – განაცხადა პრემიერმა.
პოლონეთმა უკვე გაუგზავნა უკრაინას საბჭოთა პერიოდის 320 ტანკი და 14 MiG-29 გამანადგურებელი.
სამშაბათს, პოლონეთმა დაიბარა უკრაინის ელჩი გაეროში პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებული კომენტარების გამო, მას შემდეგ რაც პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა გაახანგრძლივეს უკრაინული მარცვლეულის აკრძალვა.
ზელენსკიმ თქვა, რომ შემაშფოთებელია, თუ როგორ თამაშობენ უკრაინის ზოგიერთი მეგობარი ევროპაში სოლიდარობას “პოლიტიკურ თეატრში – ამზადებენ თრილერს მარცვლეულისგან”. ვარშავამ დაგმო მისი სიტყვები, როგორც “გაუმართლებელი პოლონეთის მიმართ, რომელიც უკრაინას ომის პირველივე დღეებიდან უჭერს მხარს”.