პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინას თავისი პირველი “ლეოპარდის” ტანკები გადასცა.
ვარშავაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დუდამ განაცხადა, რომ ბედნიერია, რომ პოლონეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას მოწინავე ტანკები შესთავაზა.
მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა დაადასტურა, რომ პოლონეთიდან პირველი ლეოპარდის ტანკები უკრაინაში “მეზობლებთან” წავიდა.