საქართველოს პოლიციის ატაშე პოლონეთის რესპუბლიკაში გიორგი გამსახურდია, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დააჯილდოვა პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს საიუბილეო მედლით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს საქმიანობაში დახმარებისათვის.
გიორგი გამსახურდიას მედალი გადასცა პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის, პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს კომენდანტმა, გენერალ მაიორ პაველ პულტოჟიცკიმ.
მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა კონსტანტინე გამსახურდია.
„ექვსი წელზე ცოტა მეტია, რაც გიორგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ატაშეა პოლონეთის რესპუბლიკაში და უკვე პოლონეთის ხუთი სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული, რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას და კოორდინაციას საქართველოსა და აღმოსავლეთევროპულ ინსტანციებს შორის. ვულოცავთ ამჯერადაც!“_ წერს კონსტანტინე გამსახურდია.