REUTERS– ის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ორშაბათს გვიან ღამით განაცხადა, რომ პოლონეთმა ცხრა ადამიანი დააკავა ქვეყანაში განხორციელებულ დივერსიულ აქტებთან დაკავშირებით.
ვარშავა აცხადებს, რომ მისი, როგორც უკრაინის მიწოდების ცენტრის პოზიციამ ის რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მთავარ სამიზნედ აქცია და მოსკოვს ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.