პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ალკოჰოლური სასმელის ქურდობისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო rumia.naszemiasto იუწყება, შაბათს, 22 ივლისის ღამით, ერთ-ერთ სუპერმარკეტში 2 ბოთლი ვისკი მოიპარეს. მომხდარზე რეაგირება დაცვის თანამშრომელმა სცადა, თუმცა ქურდმა მას სახეში და ფეხში დაარტყა და მაღაზიიდან გაიქცა.
თუმცა, ქურდის დადგენა შეძლეს ქურდობის ბრალდებით 32 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას სამ თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.