პოლონეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 19 წლის, სავარაუდოდ, ქართველი გოგონას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცავებებს გოგონას დედამ 1 დეკემბერს შეატყობინა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა.
პოლიციამ გამტაცებლები 33, 37 და 38 წლის მამაკაცები 5 საათში დააკავა. გოგოს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.