პოლონეთის პრეზიდენტი, ისრაელში, ჰოლოკოსტის დღის გახსენებისადმი გასამართ ფორუმს ბოიკოტს უცხადებს.
როგორც Euronews იუწყება, დუდას ბოიკოტის მიზეზი ის გახდა, რომ მას სიტყვით გამოსვლაზე უარი უთხრეს.
პოლონეთის პრეზიდენტი ვერ ხედავს რაიმე მიზეზს, რის გამოც, საფრანგეთის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და რუსეთის ლიდერების შემდეგ, საუბარი არ შეეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის პრეზიდენტს სურდა პუტინის განცხადების შესახებ ესაუბრა.
რუსეთის პრეზიდენტი, პოლონეთს,1939 წელს დაწყებულ ომზე პასუხისმგებლობას აკისრებს და ადანაშაულებს, ევროპარლამენტის რეზოლუციას, კი, სადაც ნათქვამია, რომ მეორე მსოფლიო ომზე პასუხისმგებელი გერმანიასთან ერთად საბჭოთა კავშირიცაა, სისულელეს უწოდებს.
როგორც ფორუმის ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიებაზე იმ ქვეყნების ლიდერები ისაუბრებენ, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ევროპის გათავისუფლებას ნაცისტური გერმანიის მკვლელი ტირანიისგან.