ჩეხეთში ნახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მეთანის აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის პოლონეთის 12 და ჩეხეთის 1 მოქალაქეა.
პოლონეთის პრეზიდენტმა მომხდარის გამო კვირა ეროვნული გლოვის დღედ გამოაცადა.