ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ენდოკრინოლოგებმა და დიეტოლოგებმა განაცხადეს, რა შემთხვევაშია აუცილებელი პომიდვრისა და ციტრუსის გამორიცხვა დიეტადან.
”პომიდორმა და ფორთოხალმა შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა. ამ შემთხვევაში უმჯობესია გამოირიცხოს ისინი დიეტადან”, – ასეთი გახლდათ განმარტება. თუმცა ისიც ითქვა რომ ეს არ ეხება ყველა ადამიანს და ეს დაკავშირებულია ზუსტად ინდივიდუალური რეაქციისგან.
მაგრამ მოსაზრება, რომ პომიდორი მდიდარია ტანიკის მჟავით, რაც ზრდის კუჭის წვენის მჟავიანობას და შეიძლება გამოიწვიოს კუჭის საშიში დაავადებები, ამერიკელ დიეტოლოგებს მიაჩნითა სიცრუედ. კუჭის წვენის კონცენტრაციას ორგანიზმი არეგულირებს, რაც დამოკიდებულია მიღებული საკვებიდან და არცერთ პროდუქტს არ შეუძლია გამოიწვიოს წყლული ან გასტრიტი. იგივე ეხება ციტრუსის ხილს.
































































