The Hill-ის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თუ თავისუფალი სამყარო კომუნისტურ ჩინეთს არ შეცვლის, მაშინ ჩინეთი ჩვენ შეგვცვლის.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკის ჩინეთთან ურთიერთობების მომავალი თავისუფალი სამყაროსა და ტირანიას შორის ბრძოლაა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, პეკინზე ზეწოლა განახოციელონ.
მისივე თქმით, ვაშინგტონმა უარი უნდა თქვას პეკინთან ბრმა ურთიერთობაზე და ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგია ჩინეთის მიმართ მკაცრი გახდება.
,,თუ თავისუფალი სამყარო კომუნისტურ ჩინეთს არ შეცვლის, მაშნ კომუნისტური ჩინეთის ჩვენ შეგვცლის.
ჩვენ, მსოფლიოს თავისუფალმა სახელმწიფოებმა, უნდა გამოვიწვიოთ ცვლილებები ჩინეთის კომუნისტური პარტიის ქცევაში, რადგან პეკინის ქმედებები საფრთხეს უქმნის ჩვენს ხალხსა და ჩვენს კეთილდღეობას. კომუნისტები ყოველთვის იტყუებიან, მაგრამ ყველაზე დიდი სიცრუე ის არის, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია 1.4 მილიარდი ადამიანის სახელით საუბრობს, რომლებსაც დევნიან, ავიწროვებენ და აშინებენ“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.