ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, კარანტინი გამოცხადდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნინო ლეფსაიას განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კლინიკაში გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.
„კარანტის გამოცხადების გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ლაბორატორიულად გამოკვლეული არ არის და ვერ ვერტყვით, რომ ეს იყო H1N1 ვირუსი. იგი მწვავე პნევმონიით დაიღუპა. ამ ეტაპზე ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. სამედიცინო დაწესებულებებს გრიპის ვირუსის სიპტომებით 1427-მა პაციენტმა მიმართა, აქედან 38 არის ჰოსპიტალიზირებული, ხოლო მწვავე, გართულებული ფორმით იყო 4 შემთხვევა, მათ შორის ერთი გარდაცვალება. მინდა მოსახლება დავამშვოდო, სიტუაცია არაა საგანგაშო,“- აღნიშნა ნინო ლეფსაიამ.
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ფოთში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებს ჯამში 1427 პაციენტმა გრიპის ვირუსის ჩივილებით მიმართა, აქედან 4 პაციენტის მდგომარეობა იყო რთული, მათგან ერთი კი გარდაიცვალა.
ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ამჟამად რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი გადის მკურნალობას. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.































































