ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღემატება. ადგილობრივების ინფორმაციით ამ დროისთვის სოფელს უწყვეტად მიეოწდება ელექტროენერგია, თუმცა, გაუწმენდავია შიდა სასოფლო გზები, რის გამოც გადაადგილება გართულებულია. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, დილით, ცენტრალური გზების პარალელურად შიდა გზებიც გაიწმინდა, თუმცა, ინტენსიური თოვლის გამო, ბოლო ორ საათში თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრით მოიმატა.
_ შესაბამისი ტექნიკა სოფელშია და გზების გაწმენდა ხელახლა მოხდება. ამ ეტაპზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების გადაადგილება ჩხაკაურაში შეუფერხებლად ხდება, _ გვითხრა კუჭავამ.