ფოთში მე-17 საარჩევნო უბანზე ბიულეტენი მოიპარეს , _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ განუცხადა. დარეჯან ცხვიტარიას თქმით, მმართველი გუნდი „სომხურ კარუსელს“ ატრიალებს.
ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას თქმით, ბიულეტენის მოპარვის ფაქტი არ ყოფილა.
“რეგისტრატორს გადაჰყვა ბიულეტენი, რაზეც მან დაწერა ახსნა-განმარტება. ის ბიულეტენი მიეთვლება ბათილში და პრობლემას ეს არ შექმნის”, _ გვითხრა როდონაიამ.