ფოთის სანაპირო ზოლზე ქარბორბალა დაფიქსრდა. ქალაქის ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციით, ქარბორბალა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
სინოპტიკოსების თქმით, ფოთში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი 4-5 ბალამდე, რაც წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია.