გუშინ, ფოთში კორონავირუსის 117 შემთხვევა გამოვლინდა.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულებიდან 116 პირი სამკერვალო ფაბრიკა ,,აჭარა ტექსტილის” თანამშრომელი, ერთი კი პედაგოგია.
ცნობისთვის, „აჭარა ტექსტილმა” მუშაობა უკვე შეაჩერა.
როგორც ცნობილია, ფაბრიკაში 1 300-მდე ადამიანია დასაქმებული. მათგან 350 ადგილობრივია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეპიდკვლევა და კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.