20 მარტის 12:00 საათიდან 5 აპრილის 18:00 საათამდე პრაქტიკოს მასწავლებლებს, მასწავლებლობის მსურველებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს საშუალება ექნებათ რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოს მასწავლებლებს საშუალება აქვთ საგნის კომპეტენციის გარდა, პროფესიული კომპეტენციაც დაადასტურონ. პედაგოგობის მსურველ აპლიკანტებს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება მოეთხოვებათ.
ცენტრის ინფორმაციით, მაგისტრობის მსურველები წელსაც არჩეული მიმართულებების მიხედვით სხვადასხვა ტიპის ტესტურ დავალებებს შეასრულებენ.
„ვისაც სწავლის გაგრძელება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ჯანდაცვის, ჰუმანიტარული, ხელოვნების, განათლების აგრარული და სოციალური მეცნიერებების განხრით სურს, A ტიპის ტესტი უნდა აირჩიოს. საინჟინრო, ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიზნესის, ეკონომიკის, ფიზიკის, მათემატიკის არჩევის შემთხვევაში B ტიპის ტესტს ირჩევთ, ხოლო თუ სამართლის განხრით გსურთ სწავლის გაგრძელება C ტიპის ტესტს“, _ აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.