დღეს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ორი ახალი ფრაქციის, „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა“, რეგისტრაციის საკითხს განიხილავს.
როგორც ,,გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ შემადგენლობაში შევლიან გოდერძი ჩანქსელიანი, ილია წულაია, ირაკლი ხახუბია, ოთარ დანელია, თამაზ ნავერიანი და სხვანი. ფრაქციას, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება, ფრაქციას „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ , მასში, სავარაუდოდ, გაწევრიანდებიან ირაკლი აბუსერიძე, ზაზა პაპუაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და სხვანი. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფრაქციით თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე იქნება.
ორი ახალი ფრაქციის ფორმირებით, “ქართული ოცნების“ უმრავლესობა პარლამენტში რვა ფრაქციით იქნება წარმოდგენილი.