ფრანგი მომღერალი ბარბარა უელდენსი კონცერტის მსვლელობის დროს სცენაზე გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომღერლის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც ცნობილია, მომღერალმა პირველი ალბომი წელს გამოსცა.
მაუწყებლის ინფორმაციით, 35 წლის მომღერალი გოურდონის სოფლის ეკლესიაში სცენაზე იდგა, როცა მოულოდნელად გული გაუჩერდა.
გავრცელებული ცნობით, მომხდარის ირგვლივ პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, უელდენსი უკრავდა პიანინოზე და აკუსტიკურ გიტარაზე, ხოლო მომღერლად გახდომამდე ცირკში იზრდებოდა.