საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 7 რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა. უფრო კონკრეტულად, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ბახტაძემ შალვა კერესელიძე დანიშნა, ქვემო ქართლის რწმუნებულად შოთა რეხვიაშვილი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი იქნება. შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია გახდა, გურიის გუბერნატორის თანამდებობა კი ზურაბ ნასარაიამ ჩაიბარა. რაც შეეხება იმერეთს, აღნიშნული რეგიონის რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე იქნება.
პრემიერმა ახალი რწმუნებულები რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა.