„ახლა ზუსტად ის მომენტია, როცა ერთმანეთზეც უნდა ვიზრუნოთ და ქვეყანაზეც. იმისთვის, რომ ჯერ ვირუსს გავუმკლავდეთ და შემდეგ აღდგენის ეტაპი გავიაროთ ძალიან სწრაფად“,_ აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ გააკეთა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე წლის დასაწყისში და აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლა გლობალური გამოწვევაა, რის შემდეგაც ქვეყანამ რეგიონში მდებარე სხვა ქვეყნებთან შედარებით სწრაფად უნდა შეძლოს პოზიციების აღდგენა.
„როდესაც დავინახავთ, რომ სხვა გამოსავალი არ არის და სიტუაცია მოითხოვს, საგანგებო მდგომარეობა კი არა, უფრო მკაცრ ზომებს მივიღებთ, რადგან მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი ადამიანის ჯანმრთელობაა“,_ განაცხადა საქართველოს პრემიერმა.