პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-ში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ვიზიტზე ილაპარაკა. პრემიერის თქმით, ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აშშ საქართველოს განვითარების დღის წესრიგს მყარად უჭერს მხარს.
“მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეხვედრაზე საუბარი იყო იმ პოზიტიურ რეფორმებსა და ძვრებზე, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის, იცოდნენ და ადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ირაკლი კობახიძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით 5-9 თებერვალს იყო.