საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბახმაროში იმყოფება, სადაც ტრადიციული დოღი ტარდება.
პრემიერმა სიტყვით მიმართა ბახმაროში მყოფ საზოგადოებას და ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.
“გურიაში განსაკუთრებულად იციან ქვეყნის სიყვარული, მშვიდობის ფასი და აქედან გამომდინარე ყველას კარგად ესმით პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია გურულებთან ურთიერთობა. ძალიან ძვირფასია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა”,_ განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.