საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზად ჯაფარიძე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატობას ასახელებს.
“მინდა გაცნობოთ, რომ გადავწყვიტე, დავტოვო დაკავებული თანამდებობა. ერთადერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ წინ დიდი გამოწვევა მელოდება, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ამპლუაში გასაუბრების სახით და ვფიქრობ, მჭირდება მაქსიმალური კონცენტრაცია ამ მიმართულებით.
ს დიდი პატივი იყო, მემუშავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და ჩემი მცირედი წვლილი შემეტანა ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაში. დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის” _ წერს ჯაფარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.