პრემიერისა და მალხაზ მაცალიკაშვილის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, პრემიერი პირად კონტროლზე აიყვანს მაჩალიკაშვილის საქმეს.
“ჩვენ დეტალურად გავიარეთ ყველა დეტალი. აქცენტი იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობასა და მის უდანაშაულოდ ცნობაზე. აშკარა იყო, რომ პრემიერი იცნობდა საქმის დეტლებს. მან პირობა მოგვცა, რომ პირად კონტროლზე აიყვანს საქმეს.