ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურებში ახალი მცირეკონტიგენტიანი სკოლის შენობა გაიხსნა.
მშენებლობისთვის გამოყენებული იქნა თანამედროვე, ენერგოეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო მასალა. პროექტით ასევე გათვალისწინებულია სარეკრეაციო სივრცე, სადაც განთავსებულია აქტივობის კუთხე, მცირე ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ინვენტარით და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. სოფელ შუასურებში მანამდე საუკუნოვანი ხის სკოლის შენობა ფუნქციონირებდა, რომელიც საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძალისხმევით აშენდა.