„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტი, ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. ჩვენ ვითხოვთ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფუძვლიან გამოძიებას“, – წერია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, მზია ამაღლობელი 11 იანვრის შემდეგ პატიმრობაში. წაყენებული ბრალდების მიხედვით, მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.