„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ „ბათუმელების“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
„“გაზეთი ბათუმელები“, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო საინფორმაციო ორგანიზაცია და IPI-ის გლობალური ქსელის წევრი, დღეს დაარსებიდან 24-ე წელს აღნიშნავს, ხოლო მისი დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, ციხეში რჩება. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, – წერს IPI პლატფორმა X-ზე.





























































