https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

,,პრეტენზია მერიასთან გვაქვს, რომ მიხედოთ თქვენს საკუთრებას”–დავა მესაკუთრეებს შორის

11:44; 27.01.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთის საკრებულოს 2024 წლის პირველ სხდომას, რომელსაც 27 დეპუტატიდან 24 ესწრებოდა, წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი პირი ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა ჩავლილი დღესასწაულების მილოცვით დაიწყო, რის შემდეგაც ჯერი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გაცნობაზე მიდგა. სხდომის დღის წესრიგი კი ხუთ ძირითად საკითხს მოიცავდა, რომლის დამთავრების შემდეგ, საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტში არსებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მართებდათ მსჯელობა. თუმცა, ,,სხვადასხვაში” დეპუტატებს დიდად არ უაქტიურიათ. სხდომის მიმდინარეობისას თავისუფალი იყო პრეზიდიუმის ის ნაწილი, რომელსაც ტრადიციისამებრ მერი ან მისი მოადგილე იკავებს, ჰოდა, ოპოზიციამაც, რა აზრი აქვს ერთმანეთში კითხვების დასმასო.

პირველი საკითხად, მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, თამარ ფირცხალაიშვილმა საკრებულოს წევრებს 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების თაობაზე საკითხი წარუდგინა, რასაც სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი.

დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი მუნიციპალიტეტის 2024 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების განხორციელების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ეხებოდა, რომელიც მერიის საფინანსო სამსახურის პირველმა პირმა, როლან ლაშხიამ გააცნო საკრებულოს წევრებს. ლაშხიას განმარტებით, მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 2 მილიონ 100 ათასი ლარი, რისთვბისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით უნდა მიიმართოს 110527 ლარი, სულ პროექტის ღირებულება შეადგენს 2210000 ლარს. მთავრობისვე განკარგულებით,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოიყო 748000 ლარი.
,,აღნიშნული ღონისძიებების ასახვის მიზნით მიზანშეწონილია დაიწყოს ბიუჯეტში ცვლილების შეტანაზე ადმინისტრაციული წარმოება,” _ განმარტა საფინანსო სამსახურის უფროსმა, რასაც საკრებულოს წევრებმაც მხარი დაუჭირეს.
შემდეგ ტრიბუნასთან ადგილი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ალეკო კირვალიძემ დაიკავა და საკრებულოს წევრებს მოსაწონებლად მუნიციპალიტეტში 2024 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა წარუდგინა.

მისი მოხსენებიდან გაირკვა, რომ მიმდინარე წლისთვის რეგიონული ფონდის დაფინანსებით 16 მილიონ 200 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება იგეგმება მუნიციპალიტეტისთვის, რაც ქალაქსა და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ძირითადად გზების მოწესრიგებას უნდა მოხმარდეს.
საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გია გოგუაძე დაინტერესდა თუ რა ჯდება ერთი კილომეტრი გზის სრული მოწესრიგება, თავისი სანიაღვრე არხითა და მოასფალტებით.

“დაახლოებით ერთ მილიონ ლარამდე,” _ იყო კირვალიძის პასუხი.

დეპუტატი იმითაც დაინტერესდა, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სრულად არ მოხდება ზემოთ ნახსენები თანხის გამოყოფა და ის ნაწილობრივ დააკმაყოფილებს მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილ მოთხოვნას, ამ შემთხვევაში რა პრინციპით მოხდება ქუჩის შერჩევა.

კირვალიძის თქმით, რომელსაც უმრავლესობის წევრი დეპუტატებიც აშველებდნენ სიტყვას, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი ქუჩის მდებარეობა და მდგომარეობა იქნება.
ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ასკურავა, როგორც ჩანს, ვერ დარჩა კმაყოფილი ალეკო კირვალიძის მხრიდან მიღებული პასუხებით და აღმასრულებელი ხელისფლების ხელმძღვანელ პირთა სხდომაზე არყოფნა ხმამაღლა გააპროტესტა.
,,აქ შეკითხვები საკრებულოს წევრებს ძირითადად აღმასრულებელ რგოლთან გვაქვს და სხდომას მერი ან მისი რომელიმე მოადგილე თუ არ დაესწრო, რა აზრი აქვს ჩვენს ერთმანეთში კითხვის დასმას?! სხდომა თვეში ერთხელ იმართება და კითხვები რომ დაგროვდება რაა გასაკვირი?! მერმა ან მისმა მოადგილემ პასუხი რომ უნდა გაგვცეს კითხვებზე, ეს სადაოა?!“_ ცხარობდა ასკურავა.

უმრავლესობა კი, აღმასრულებელი ხელისუფლების სხდომაზე არყოფნას, ლამის მთელი შემადგენლობით ხმალამოღებული იცავდა.

,,კანონი არ ავალდებულებს მერს დაესწროს სხდომებს,”_ განუმარტეს ასკურავას.

დღის წესრიგით გათვალისწინებული ძირითადი საკითხების ამოწურვის შემდეგ, ტრიბუნასთან ადგილი მოქალაქე მარიკა მენაღარიშვილმა დაიკავა და საკრებულოს წევრებს ის პრობლემა გააცნო, რომელიც ერთ–ერთი კერძო პირისგან ექმნება მასსა და კიდევ 15 კერძო მესაკუთრეს.

პრობლემის არსი, როგორც მენაღარიშვილი განმარტავდა, ისაა, რომ ქალაქის ცენტრში, ყოფილი უნივერმაღის ტერიტორიაზე, სადაც უამრავი სავაჭრო ობიექტი მდებარეობს, ეს პირი პერიოდულად კეტავს იქ გამავალ სანიაღვრე არხს, რის შედეგადაც ყოველი გაწვიმებისას იტბორება მიმდებარე ტერიტორია და ყოფილი უნივერმაღის შენობის ქვედა სართულზე განთავსებული ობიექტები, რის გამოც ზარალი ადგებათ კერძო მეწარმეებს. თუმცა, ვინ იყო ის ინკოგნიტო კერძო პირი, ხანრგძლივი პოლემიკის მიუხედავად, არც თავად მენაღარიშვილს და არც ადგილობრივი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს დაცდენია. არადა, დეპუტატთა ნაწილი ამ საკითხზე მსჯელობისას პერიოდულად ითხოვდა, ეთქვათ ვინ იყო პირი, ვის მიმართაც მოქალაქე მენაღარიშვილს და კიდევ სხვა კერძო მესაკუთრეებს პრეტენზიები აქვთ. თუმცა, ამაოდ.

,,ყოფილი უნივერმაღის გვერდით, ყველამ იცით, რომ ჩაედინება მთავარი სანიაღვრე არხი, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ექვსი თვეა კატასტროფული მდგომარეობაა აქ. კერძო პირი ხელოვნურად ბლოკავს, ხერგავს ამ არხს და არ აძლევს წყალს გასვლის საშუალებას, რის გამოც ჩვენ ვზარალდებით. წვიმის დროს სრულად იტბორება მიმდებარე ტერიტორია და იქ არსებული სავაჭრო ობიექტები. ამის გამო უკვე თანამშრომელივით, ყოველდღიურად დავდივარ მერიაში და დახმარებას ვითხოვ. ბოლოს 16 იანვარს ვიყავი მერთან თხოვნით. ყველა საქმის კურსშია: მერი, მისი მოადგილეები, ქალაქის დეპუტატი, საკრებულოს თავმჯდომარე, პოლიცია. უამრავი განცხადებითაც მივმარტეთ მერიას, მხოლოდ ჩემი პრობლემა არ გეგონოთ, 15 მესაკუთრეს აწუხებს ეს მდგომარეობა. ათასობით ლარის ზარალი გვადგება, რაც დათვლილი და დასურათებულია კიდეც. ეს ადამიანი ფაქტობრივად, ტერაქტს გვიწყობს, თუმცა, ჩვენ პრეტენზია მასთან კი არა, თქვენთან, მერიასთან გვაქვს, რომ მიხედოთ თქვენს საკუთრებაში არსებულ სანიაღვრე არხს, რომლის მოუვლელობის გამოც ვზარალდებით. პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს არხი გაეწმინდა, მარა რად გინდა, პოლიციის დახმარებით გაწმენდილი არხი იმ ადამიანმა მეორე დღესვე ამოავსო ათასი უბედურებით. ყველაფერთან ერთად ანტისანიტარიაა იქ. მიუხედავად ყველაფრისა, ამ ადამიანის მიმართ არანაირი რეაგირება არ ხდება, არც გაფრთხილებას აძლევენ და არც ჯარიმას უწერენ. რაღაცა შემაკავებელი ხომ უნდა არსებობდეს, რომ ეს არ გააკეთოს. ერთ დღესაც სულაც ტრაქტორით გადაასწორა ეს სანიაღვრე არხი. ვერ გავიგეთ რა უნდა ამ ადამიანს. მისი ახირების გამო კი ბიუჯეტიდანაც, არხის ამდენ გაწმენდა–გასუფთავებაზე, თანხები იხარჯება, მაგრამ არაფერი. ბოლოსდაბოლოს იღონეთ რამე და გაგვარკვიეთ რა უნდა ამ ადამიანს, დაგვეხმარეთ!”–ამბობდა ტრიბუნიდან მოქალაქე მენაღარიშვილი.

ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა კვიტაიშვილის თქმით, იმ პირთან, ვისი სახელიც რატომღაც არ ითქმის, შეთანხმება მიღწეულია და სამომავლოდ სანიღვრე არხს აღარ შეეხება. იგივე თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ და ტრიბუნასთან მერიის იურისტი, შოთა ჩაგუნავა იხმო, რომელმაც, რა თქმა უნდა, პერსონალიების დასახელების გარეშე, პრობლემის შესახებ ისაუბრა.

მისი საუბრიდან გაირკვა, რომ ეს პრობლემა წლებია არსებობს, მაგრამ მიზეზთა გამო მისი გადაწყვეტა ვერ ხერხდება. გაირკვა, ეს სანიაღვრე კერძო მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. საქმე ისაა, რომ არსებული სადაო ტერიტორია ჯერ კიდევ 2008 წელს გასხვისდა, ოღონდ მაშინ იქ სანიაღვრე არხი არ არსებობდა. შემდეგ, როცა გარემოებათა გამო მოხდა არხის გაჭრა, პრობლემაც აქედან წარმოიშვა. ჩაგუნავას თქმით, საქმე ახლა სასამართლოშია.

,,ამ პიროვნებას წერილობით აქვს ჩვენგან გაფრთხილება მიღებული, რომ ჩვენს მიერ, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება მის კუთვნილებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული სანიაღვრე არხის გაწმენდა. ყოველ ჯერზე ჩვენგან მყისიერად იყო მოქმედება და ეს არხი დღესაც გაწმენდილია. მიმდინარეობს სამართლებრივი დავა, რომ ეს სიტუაცია სამართლებრივ ჩარჩოებში დავაბრუნოთ. მანამდე კი სხვას ვერაფერს ვერ ვიზამთ,”–განმარტა ჩაგუნავამ.

მოკლედ, საკითხზე პოლემიკა ისე დასრულდა, დეპუტატთა ნაწილმა, დაინტერესების მიუხედავად, ვერაფრით გაარკვია ვინ იყო ის ინკოგნიტო პირი.

სოფო წილოსანი

ავტორი

ლანჩხუთის საკრებულო
გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“არ შეესაბამებოდა სტანდარტებს”- კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს

19:21; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა – შედეგები კობახიძეს გააცნეს

16:20; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიაში დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი შეინარჩუნებს აშშ-სთან არქტიკულ თანამშრომლობას

16:04; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

15:49; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

„მთვრალმა ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რომელიც ჩაუწერეს და მიუტანეს ბიძინას“ – შაიშმელაშვილი

11:26; 16 იანვარი, 2026

გაქრობის პირას მისული ბუნების საოცრებები

რა ოცნებები გააჩნიათ ქალებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“აფეთქების ხმა იყო”- ავტოსახელოსნო იწვის

20:37; 16.01.2026
პოლიტიკა

“არ შეესაბამებოდა სტანდარტებს”- კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს

19:21; 16.01.2026
G-NEWS TV

„მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

18:29; 16.01.2026
სამართალი

ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

17:55; 16.01.2026
საზოგადოება

ხელჩართული ჩხუბი ვაკეში – ვიდეო ადგილიდან

17:53; 16.01.2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16.01.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:27; 16.01.2026
ფინანსები

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16:35; 16.01.2026
საზოგადოება

გამოიკვეთა თუ არა მყისიერი საფრთხე მყინვარების კვლევის შედეგად

16:30; 16.01.2026
პოლიტიკა

ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა – შედეგები კობახიძეს გააცნეს

16:20; 16.01.2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიაში დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი შეინარჩუნებს აშშ-სთან არქტიკულ თანამშრომლობას

16:04; 16.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

15:49; 16.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

15:44; 16.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:37; 16.01.2026
მსოფლიო

“უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

15:02; 16.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო