პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე განმარტავს, თუ რას ნიშნავს პრეზიდენტის განცხადება, რომ ის მოსმენების კანონთან დაკავშირებით იქნება სასამართლოს მეგობარი.
,,ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა. პრეზიდენტი არ იქნება მოსარჩელე, ის მხარს დაუჭერს სასამართლოს, გააძლიერებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
სასამართლოს მეგობარი-ეს არის დამოუკიდებელი პირი არ არის მოსარჩელე, თუმცა შეუძლია გამოხატოს მოსაზრებები. პრეზიდენტი მხარს უჭერს საზოგადოებას, რომელსაც სურს დაიცვას თავის უფლებები ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით”, _ განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ “სასამარტლოს მეგობრობასთან” დაკავშირებით პრეზიდენტმა საპარლამენტო მოსმენისას ისაუბრა.
“გადავწყვიტე, მოსმენების კანონზე მოქალაქეების სარჩელს მხარი დავუჭირო და საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული სტატუსით, სასამართლოს მეგობრის სტატუსით მივმართო, რათა უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმარო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში, მოქალაქეები, რომლებსაც კანონი არ მოსწონთ, საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან ერთობლივ სარჩელს შეუერთდნენ.