ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით აცხადებს.
„ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხო. თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში. მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის. ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.