დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, 12 საათზე გიორგი მარგველაშვილი ბრიფინგს გამართავს, სადაც თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების კონკრეტულ თარიღს გამოაცხადებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 27 ივნისს განაცხადა. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება. მაშინ პრეზიდენტმა განმარტა, რომ ოფიციალური აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ არჩევნებამდე 60 დღით ადრე, ანუ აგვისტოს ბოლოს გამოიცემა, რის შემდეგაც ოფიციალურად საარჩევნო კამპანია დაიწყება.
არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.