„ჩვენ გადავდგით სამაგალითო ნაბიჯები, შევძელით და საგანგებო მდგომარეობა არ გასცდა თავის მიზანს, შეზღუდვები არ შეეხო მაგალითად, სიტყვისა და მედიის თავისუფლებას, მინიმალურად შეეხო (სხვა ქვეყნებს შევხედოთ) ადამიანის უფლებებს, კერძოდ – გადაადგილებისა და შეკრების უფლებას“ ,– განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო შეძლებს მსოფლიოს აჩვენოს, რომ პატარა ქვეყანას შეუძლია ეკონომიკური კრიზისიდან ახალი პოტენციალით გამოსვლა.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ შესაძლებელია, პატარა ქვეყანამ მისცეს არა მხოლოდ ჯანდაცვის კრიზისის დაძლევის, არამედ ეკონომიკური კრიზისიდან ახალი პოტენციალით გამოსვლის და, ამავე დროს, სოლიდარობის საუკეთესო მაგალითი. ეს იქნება ჩვენი – ყველას ნამდვილი გამარჯვება“ , – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.