“25 თებერვალს საქართველო აღნიშნავს საბჭოთა ოკუპაციის დღეს. წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია მომავლის შესანარჩუნებლად.
დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა. რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოსცადოს ჩვენი სიმტკიცე ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდული ზომების საშუალებით, წარსულს არ აღადგენს.
საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს იმ გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია”,_ ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღეს.