პრეზიდენტის არჩევნებში 300-კაციანი საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა მონაწილეობა უკვე მიიღო. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა,
ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, უკვე შესაძლებელია ითქვას, რომ არჩევნები შედგა, რადგან პრეზიდენტის ლეგიტიმაციისთვის ეს უკვე საკმარისია.
“12-ის ნახევრისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები შედგა, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა,” – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
3 საათზე მეტია, პარლამენტი პრეზიდენტს ირჩევს. 300-კაციანი კოლეგიის დიდმა ნაწილმა უკვე საკუთარი არჩევანი ბიულეტენზე დააფიქსირა. ცესკოს მიერ დამტკიცებულ საარჩევნო კოლეგიაში პარტია “ქართულ ოცნებას” 211 წევრი ჰყავს, რაც პრეზიდენტის ასარჩევად საკმარისია.
არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს. პრეზიდენტის პოსტზე, “ქართული ოცნების” მიერ, წარდგენილია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა.




























































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)







