“სახელმწიფოს პირველი პირისგან იმის თქმა, რომ სასამართლოში არის კრიზისი, არის სრულიად გაუმართლებელი”, _ მესამე ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა შეაფასა.
ჯეჯელავას თქმით, პრეზიდენტის გამოსვლას კონკრეტიკა და დეტალიზება აკლდა.
“სახელმწიფოს პირველი პირისგან იმის თქმა რომ სასამართლოში არის კრიზისი, არის სრულიად გაუმართლებელი. ასევე ეკონომიკური პროგრესის და თითოეული ოჯახისთვის ამ პროგრესის მნიშვენელობის მინიმიზაცია და არ აღნიშვნა, ჩემი აზრით არ არის პროგრესული.
ასევე, რაც შეეხება საზოგადოების გაერთიანებას, სასამართლო რეფორმას, რეფორმებს მედიის თავისუფლების მიმართულებით, რაც ადასტურებს ჩვენს პროგრესს საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა რეიტინგი, ყველა ანგარიში და შეფასება, ამას ჩემი აზრით არა სათანადოდო შეეხო“, _ განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.